კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ტური პარიზში

3 November 2025

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ტურით პარიზში იმყოფებოდნენ. ტურის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ევროპული კულტურის, ისტორიისა და განათლების გარემოს ახლოს გაცნობა და საერთაშორისო გამოცდილების მიღება.

 

სასწავლო ტურში იმყოფებოდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, რომელმაც სტუდენტებთან ერთად მოინახულა პარიზის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები.

 

CU-ის სასწავლო ტურს უძღვებოდა ელინისტი და მთარგმნელი თათია მთვარელიძე.

 

ტურის ფარგლებში, მონაწილეებმა მოინახულეს პარიზის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები: მონმარტრის ისტორიული უბანი, მულენ-რუჟი, მხატვრების მოედანი, ბაზილიკა Sacré-Coeur და პარიზის ავთენტური ატმოსფეროთი გამორჩეული ქუჩები, ვერსალის სასახლე. ტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო ლუვრის მუზეუმის მონახულება, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. მათ აგრეთვე დაათვალიერეს ვენდომის მოედანი, ტიუილრის ბაღი, კონკორდის მოედანი, ოპერის შენობა (Palais Garnier), მცირე და დიდი სასახლეები (Petit Palais, Grand Palais), ალექსანდრეს ხიდი, შანზ-ელიზე, ტრიუმფალური თაღი და ეიფელის კოშკი.

 

ტურის დასასრულს სტუდენტები  ესტუმრნენ ორსეის მუზეუმს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს (ნოტრ-დამი), პანთეონს, სორბონის უნივერსიტეტს და ლათინურ კვარტალს.