საუბრები ლიბრარეაში - ფოტოგრაფია და მოგზაურობა

13 June 2025

კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიბრარეაში, საუბრები ლიბრარეას ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე - „ფოტოგრაფია და მოგზაურობა“.

 

შეხვედრას წარუძღვა ფოტოგრაფი მინდია მიდელაშვილი.

 

სპიკერმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრა მოგზაურობისა და ახალი კულტურის შესწავლის მნიშვნელობაზე ფოტოგრაფიაში, ვინაიდან თითოეული ახალი კულტურა ახალი ისტორიის დასაწყისია და ყველა ფოტო მნიშვნელოვან შინაარს ატარებს. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო პორტრეტის ფოტოგრაფია და ის, თუ როგორ შეიძლება პორტრეტი ადამიანის სულის ანარეკლი იყოს.

 

ლექცია ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, რაც გამოიხატა სტუდენტების აქტიურ ჩართულობასა და მათ მიერ დასმულ საინტერესო და  მრავაფლეროვან კითხვებში.