23 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიბრარეაში”, საუბრები ლიბრარეას ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილთან, თემაზე: ფოტოგრაფიული გამოსახულება, როგორც დოკუმენტი.
შეხვედრაზე განხილული იყო, თუ რა ქმნის კარგ გამოსახულებას, როდის შეიქმნა და როგორ განვითარდა ფოტოგრაფიული გამოსახულება, ასევე ის, თუ როგორ ასახავს დღევანდელი გამოსახულება რეალობას.
ლექცია ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, რაც გამოიხატა სტუდენტების აქტიურ ჩართულობასა და მათ მიერ დასმულ საინტერესო და მრავაფლეროვან კითხვებში.
