CSL-ის პროფესორი ევროპის საბჭოს არასრულწლოვანთა და ოჯახის მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრად აირჩიეს

15 June 2026

კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ბავშვის უფლებების ცენტრის დამფუძნებელი, სამართლის დოქტორი, მოსამართლე ლევან დარბაიძე ევროპის საბჭოს არასრულწლოვანთა და ოჯახის მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMJF) საბჭოს ნამდვილ წევრად აირჩიეს.

 

არასრულწლოვანთა და ოჯახის მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაცია ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც დაარსდა 1928 წელს. მისი საქმიანობა ხორციელდება გლობალური მასშტაბით და არ შემოიფარგლება მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლეებს შორის კავშირების დამყარებით.

 

AIMJF ხელს უწყობს საერთაშორისო კვლევების განვითარებას სასამართლოების ფუნქციონირებასთან და არასრულწლოვანთა და ოჯახის საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სამართლებრივ პრობლემებთან მიმართებით. ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ბავშვებისა და მოზარდების დაცვისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისკენ.