MBA და მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

17 July 2026

15 და 16 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის MBA და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა წარმატებით დაიცვეს სამაგისტრო ნაშრომები.

 

დაცვების ფარგლებში სტუდენტებმა კომისიის წინაშე წარმოადგინეს კვლევები ოპერაციული ეფექტიანობის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და ESG-ის, ციფრული ტრანსფორმაციის, ლიდერობის, საბანკო სექტორის, ბაზრის დივერსიფიკაციის, ფინანსური აუდიტის, საცალო სექტორისა და რისკების მართვის მიმართულებით.

 

პრეზენტაციებმა წარმოაჩინა როგორც პრაქტიკულ ბიზნესგამოწვევებზე ორიენტირებული კვლევები, ისე საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი და ქართული ბაზრისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

 

დაცული ნაშრომები:

 

  • ნაზიკო დიასამიძე — ხელმძღვანელი: ნათია ზედგინიძე. ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების მექანიზმები საქართველოს საჯარო სექტორში (შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მაგალითზე)
  • ქეთევან ჯიბუტი — ხელმძღვანელი: გიორგი მამნიაშვილი. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მომხმარებელთა კმაყოფილება საბანკო სექტორებში საქართველოს მაგალითზე
  • ელისაბედ სიხარულიძე — ხელმძღვანელი: ვახტანგ ფარცვანია. Internal Commercial Capability Gaps in the EU Export Sales Process of Georgian Wine SMEs
  • უკა ამირიძე — ხელმძღვანელი: დავით წიკლაური. Data-Driven Personalization in Digital Banking: Lessons from Global Leaders for Georgian Commercial Banks
  • გიორგი მიქაუტაძე — ხელმძღვანელი: დავით წიკლაური. The Impact of Cooperation with Modern Retail Chains on the Organizational and Operational Development of an FMCG Distribution Company
  • ნინო გოგოლაძე — ხელმძღვანელი: თამილა ნუცუბიძე. Enterprise Risk Management: The Role of Internal Audit in Strengthening Corporate Governance in Microbanks, The Case of JSC Microbank MBC
  • ლელა წოწონავა — ხელმძღვანელი: თამარ კარბაია. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან (CSR) ESG-ზე ტრანსფორმაცია: მენეჯერული აღქმები და სტრატეგიული ადაპტაციის მოდელი (საქართველოს კომერციული ბანკების მაგალითზე)
  • ანა ქოჩიაშვილი — ხელმძღვანელი: მირანდა ცინცქილაძე. ლიდერობის სტილების განსაზღვრა და შედარებითი ანალიზი საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორების მიხედვით (საქართველოს მაგალითზე)
  • ლია კაპანაძე — ხელმძღვანელი: ლილი ბიბილაშვილი. ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში შიდა კომუნიკაციის გავლენა თანამშრომელთა ეგზისტენციალურ უსაფრთხოებაზე (საქართველოს საბანკო სექტორის მაგალითზე)
  • აბა დოლაბერიძე — ხელმძღვანელი: ანა ელიზაროვა. Managing Operational Constraints: A Strategic Framework for Market Diversification in the Georgian Blueberry Sector
  • ლაშა მღებრიშვილი — ხელმძღვანელი: სალომე დანელია. სტრატეგიული ვაჭრობის დივერსიფიკაცია და რუსეთიდან ნაწილობრივი გამოყოფა: მტკიცებულებები ქართული იმპორტზე/ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესებიდან
  • ნუცა გრძელიშვილი — ხელმძღვანელი: ვახტანგ ბერიშვილი. Asset Utilization, Fixed-Asset Intensity and Operational Profitability in Hospitals: Empirical Evidence from Georgia
  • ალექსანდრე გოგოტიშვილი — ხელმძღვანელი: თამილა ნუცუბიძე. Enhancing Reliability, Transparency and Efficiency Through AI Tools in Financial Audit: Case Study of Big Four Companies in Georgia
  • ნათია კოზმანაშვილი — ხელმძღვანელი: ალექსანდრე მიქელაძე. Alternative Financial Intermediation in a Concentrated Banking Market: An Institutional Analysis of Foresight Capital in Georgia
  • ირაკლი გოგიშვილი — ხელმძღვანელი: თამილა ნუცუბიძე. The Challenge of the Adoption of POS Terminals Among Georgian Merchants
  • მერაბ გეგეჭკორი — ხელმძღვანელი: თამილა ნუცუბიძე. Challenges and Opportunities for Increasing Profitability and Growth in the Retail Sector in Georgia: The Role of Artificial Intelligence in Retail
  • სოფიკო შეყლაშვილი — ხელმძღვანელი: თამილა ნუცუბიძე. The Impact of Valuation Dispersion on Liquidity Risk in a Thin Frontier Market: Evidence from the Georgian Stock Exchange

 

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის წევრები იყვნენ პროფესორები: ლილი ბიბილაშვილი, მირანდა ცინცქილაძე, თამარ ცერცვაძე, ვახტანგ ფარცვანია, იაშარ იბრაგიმოვი, დავით წიკლაური და თამარ კარბაია.

 

კომისიაში ასევე მონაწილეობდნენ ალექსანდრე მიქელაძე, მინდია კაჭარავა, ლაშა არევაძე და თეა კბილცეცხლაშვილი.