თენგიზ ვერულავას, რევაზ ჯორბენაძის და გიორგი კურტანიძის ნაშრომი რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

16 January 2026

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში„ეკონომიკა და ბიზნესი“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში განხორციელებული კვლევის „მსგავსი დიაგნოზით დაკავშირებული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მეთოდის შემოღება საქართველოში და მისი გავლენა სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობაზე“ შედეგები.

 

ნაშრომის ავტორები არიან:

 

  • თენგიზ ვერულავა - კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი;
  • რევაზ ჯორბენაძე - აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • გიორგი კურტანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტი.

 

სტატიის ბმული.

 

თენგიზ ვერულავა, რევაზ ჯორბენაძე, გიორგი კურტანიძე (2025). „მსგავსი დიაგნოზით დაკავშირებული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მეთოდის შემოღება საქართველოში და მისი გავლენა სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობაზე“. ეკონომიკა და ბიზნესი. 21(3):101-122.

 

ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“ ინდექსირებულია EBSCO და ERIHPLUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში.

 

რეზიუმე:

 

საქართველოში 2022 წელს შემოღებულ იქნა საავადმყოფო მომსახურებების დაფინანსების პროსპექტული სისტემა, რომელიც ეფუძნება მსგავსი დიაგნოზით დაკავშირებულ ჯგუფებს (DRG) და მიზნად ისახავს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის და გამჭვირვალობის ამაღლებას. კვლევის მიზანია DRG-ზე დაფუძნებული საავადმყოფოს დაფინანსების გავლენის შეფასება ინფარქტიანი პაციენტების სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობაზე. კვლევამ, რომელიც მოიცავს სამი დიდი საავადმყოფოს 2021-2024 წლების მონაცემებს, აჩვენა, რომ DRG სისტემის დანერგვამ შეამცირა პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა, რეადმისიების და ლეტალობის მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ ნოზოლოგიების ფასები გაიზარდა, პაციენტთა ჯიბიდან გადახდები შემცირდა, რაც ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.