Erasmus+ პროექტის „SECURE” კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა

5 February 2026

26-29 იანვარს, ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ჩატარდა Erasmus+ პროექტის „SECURE” კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის დელეგაციამ, როგორც პროექტის წამყვანმა უნივერსიტეტმა საქართველოდან.

 

გუნდის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, პროფესორი მაქსიმ იავიჩი, ასოცირებული პროფესორები - გიორგი ახალაია და სერგო სიმონოვი, ასევე პროექტის მენეჯერი ოქსანა კოვალჩუკი.

 

სესიების განმავლობაში კონსორციუმმა დაასრულა მუშაობა კიბერუსაფრთხოების ოთხი ინოვაციური კურსის დანერგვის გეგმებზე და შეიმუშავა სამი კვლევითი ჰაბის (კვანტური ლაბი, 5G ლაბი და AI/ML ლაბი) ოპერირების გეგმა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უკრაინასა და საქართველოში შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

ჯგუფმა ასევე იმუშავა სასწავლო გეგმის სამომავლო საჭიროებებზე მორგებაზე პოსტ-კვანტური კიბერუსაფრთხოების ტრენინგების მეშვეობით IMUVA-სა და SCAYLE-ის კვანტური ლაბორატორიის გამოცდილების გაზიარებით.პროექტის დეტალების სანახავად იხილეთ ვებ გვერდი.

 

ასევე პროექტის სიახლეებისთვის გამოიწერეთ Facebook გვერდი.