ენების ევროპული დღე

28 September 2026

26 სექტემბერი - ენების ევროპული დღე - კავკასიის უნივერსიტეტში ტრადიცულად აღინიშნა. მოწვეულმა სპიკერმა - ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა - ბესიკ ქუთათელაძემ ისაუბრა  ენის როლსა და მნიშვნელობაზე სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთათვის; ინტერნეტის თაობისთვის აკადემიური ცოდნის ხელმისაწვდომობის, განათლების როლის გადააზრებაზე თანამედროვე გამოწვევების ეფექტურად საპასუხოდ;  ასევე ხელოვნური ინტელექტის, როგორც დამხმარე საშუალების შესახებ კვლევის უკეთ წარსამართად.

 

დისკუსიას უძღვებოდნენ პროფესორი მარიამ მანჯგალაძე და ასოცირებული პროფესორი ირაკლი შამათავა. ღონისძიება იყო ინტერაქტიული და მასში მონაწილეობა მიიღო არაერთმა სტუდენტმა.

 

ენების ევროპული დღე დაარსდა ევროპის საბჭოს ინიციატივით  25 წლის წინ -ენობრივი მრავალფეროვნების, კულტურათაშორისი დიალოგისა და ენების სწავლების მხარდასაჭერად. ეს დღე გვახსენებს, რომ ენა კომუნიკაციის საშუალებაცაა და კულტურული იდენტობის, ისტორიის, მსოფლმხედველობის ცოცხალი გამოხატულებაც. შესაბამისად, ევროპის ძალა და სიმდიდრე  მის ენობრივ და კულტურულ მრავალფეროვნებაშია.