15 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, საფეხბურთო ჩემპიონატი "ფეფეს თასი“ 2026 გაზაფხულის სემესტრის ლიგა დაიწყო.
ჩემპიონატი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი ნიშნიანიძის (ფეფეს) სახელს ატარებს და უკვე მერვე წელია, კავკასიის უნივერსიტეტში ტარდება.
წლევანდელი ლიგა ოფიციალურად გახსნეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და გიორგი ნიშნიანიძის მამამ, მამუკა ნიშნიანიძემ.
გახსნის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულა. მატჩების დაწყებამდე კი მონაწილეებსა და გულშემატკივრებს საზეიმო განწყობა უნივერსიტეტის ლათინო-ამერიკული ცეკვის კლუბმა ენერგიული საცეკვაო ნომრით შეუქმნა.
„ფეფეს თასი 2026“ აერთიანებს როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს - გაზაფხულის ლიგაში მონაწილეობას 35 სტუდენტური და კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთი გუნდი იღებს.
თამაშებს უძღვებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მოწვეული მსაჯები.
„ფეფეს თასი 2026“-ის ფინალი 26 ივნისს ჩატარდება, სადაც საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდებიან
