ქართული ენის დღე კავკასიის უნივერსიტეტში

17 April 2026

14 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში ტრადიციულად აღინიშნა ქართული ენის დღე.

 

პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ხოლო „ქართული ენის დღეებზე კავკასიის უნივერსიტეტში“ ისაუბრა პროფესორმა მარიამ მანჯგალაძემ.

 

ღონისძიება დაიწყო სტუდენტთა სამეცნიერო -კვლევითი კონფერენციით „ენა, კულტურა, საზოგადოება“, რომელიც აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. წარმოდგენილი იყო საინტერესო კვლევები მარიამ ლაბაძის, ლიკა ქარდავას, მარიამ ჯანუაშვილის, ვახტანგ მირზიკაშვილის, თორნიკე გოგოლაძისა და ანი თათარაშვილის მიერ. გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი, მათ გადაეცათ ლიეტუვის საელჩოსა და გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ დაწესებული საჩუქრები.

 

შედგა გამოჩენილი იტალიელი ქართველოლოგის - ლუიჯი მაგაროტოს - ძალიან საინტერესო საჯარო ლექცია „ნიკოლოზ ბარათაშვილი და ჯაკომო ლეოპარდი - ორი ევროპელი რომანტიკოსი“.

 

ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში -  ბატონმა დარიუს ვიტკაუსკასმა - საგანგებო სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

 

გაფორმდა მემორანდუმები: „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციასა“ და გამომცემლობა „ინტელექტთან“.

 

კონფერენციასა და მართლწერის კონკურსში მონაწილე სტუდენტებსა და აბიტურიენტებს გადაეცათ სერტიფიკატები და ჯილდოები.

 

პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ მხარდამჭერები არიან:

 

  • ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში;
  • ლიეტუვის მწერალთა კავშირი;
  • საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია;
  • გამომცემლობა „ინტელექტი“.

 

პროექტის ავტორი: პროფ. მარიამ მანჯგალაძე.