19 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში, HR hub-ის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი HR ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო ცოდნისა და ადამიანური კაპიტალის მართვის გამოცდილების გაზიარება, HR მენეჯერის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როლის გაძლიერება და ნეთვორქინგი.
შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორებიცაა: 2026 წლის HR ტრენდები; წელს რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რა არის აქტუალური ეიჩარში; მოტივაციის, ველბინგის, ველნესისა და თანამშრომელთა ზრუნვის პროგრამები; როდის დგება ცვლილებების დრო.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, მაქსიმალურად ჩართულნი ყოფილიყვნენ.
