საინფორმაციო შეხვედრა თიბისი კონცეპტის წარმომადგენლებთან

25 November 2026

24 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, თიბისი კონცეპტის პროფესიონალური გუნდის მონაწილეობით, უმცროსი პერსონალური ბანკირის დასაქმების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის დასაქმების შესაძლებლობებისა და მათი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა იყო. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სერტიფიცირებული გადამზადების, მენტორის მხარდაჭერის, პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების, სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკის, კონკურენტული ანაზღაურებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გასაუბრებოდნენ მომავალ მენტორებს, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ HR გუნდისგან პრაქტიკული რჩევები დასაქმების შერჩევის ეტაპების წარმატებით გასავლელად.