კავკასიის უნივერსიტეტი იწყებს ნუგზარ სხირტლაძის სახელობის 2026 წლის სასკოლო ოლიმპიადას.
ბატონი ნუგზარი იყო კავკასიის უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო დარგში, ასევე დამსახურებული პროფესორი, მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი და ღირსების ორდენის კავალერი.
ოლიმპიადა ტარდება სამ საგანში:
- მათემატიკა
- ისტორია
- ხელოვნური ინტელექტი
მონაწილეობა შეუძლიათ IX–XII კლასის მოსწავლეებს. რეგისტრაცის გავლა შეგიძლიათ ონლაინ პლატფორმაზე olympiad.cu.edu.ge
ოლიმპიადის ყველა ტურში მონაწილეობა უფასოა.
რეგისტრაციის ვადები:
2026 წლის ოლიმპიადისთვის რეგისტრაცია გახსნილია და დასრულდება 17 დეკემბერს, 18:00 საათზე.
ონლაინ ტურის განრიგი:
- მათემატიკა - 18 დეკემბერი (კლასების მიხედვით 10:00–16:00)
- ხელოვნური ინტელექტი - 19 დეკემბერი, 11:00
- ისტორია - 25 დეკემბერი (კლასების მიხედვით 10:00–16:00)
ფინალური ტური ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, 5-7 თებერვალს.
- ოლიმპიადის ფინალურ ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატები;
- I–III ადგილიზე გასულ გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და სპეციალური პრიზები;
- გამარჯვებული მოსწავლეების მასწავლებლები მიიღებენ მადლობის წერილებს.
დეტალური პირობებისთვის იხილეთ ოლიმპიადის დებულება ბმულზე.
