კავკასიის მედიცინის სკოლის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს 2 მაისს ჩატარებულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა „ულტრასაუნდ აკადემიაში".
ქალბატონმა ფიქრიამ - „ულტრასაუნდ აკადემიის“ დამფუძნებელმა და კლინიკა „ჰოლომედის“ რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა — მონაწილეებს ჩაუტარა პრაქტიკული მასტერკლასი თემაზე: „ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლისა და კანქვეშა ქსოვილების ელასტოგრაფია - TI-RADS, BI-RADS და strain-ანალიზი“.
- ფარისებრი ჯირკვლის დამიზნებითი ასპირაციული ბიოფსია;
- სარძევე ჯირკვლის ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ;
- რბილი ქსოვილების კვლევა და მანიპულაციები.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ელასტოგრაფიის თანამედროვე მეთოდებისა და საერთაშორისო კლასიფიკაციების პრაქტიკული გამოყენების შესახებ.
