20 მაისს, კავკასიიის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა თემაზე: ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის გზები. შეხვედრას წარუძღვა ქალთა უფლებადამცველი ელისო რუხაძე და ფსიქოლოგი ხატია ჯანიაშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი თემები:
- ფემიციდი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა.;
- გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნის იდენტიფიცირება, ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის ტერმინის დეფინიცია, ფემიციდის შემსწრე არასრულწლოვნები;
- ფემიციდის პრევენციის გზები: შემაკავებელი ორდერი, მოძალადის მიმართ ელექტრონული სამაჯურის გამოყენების წინაპირობები, „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დამცავი ორდერი,პრაქტიკა და ძირითადი გამოწვევები;
- სტამბოლის კონვენციით გარანტირებული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზები, ეროვნული პრაქტიკა და გამოწვევები.
შეხვედრა გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში.
