შეხვედრა AFH საქართველო-ს წარმომადგენლებთან

11 May 2026
7 მაისს AHF საქართველო-სა და კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებში აივ/შიდსის პრევენცია და ცნობიერების ამაღლება.
 
შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტესტირების მნიშვნელობაზე აივ/შიდსის პრევენციაში.
 
სტუდენტები გაეცნენ სწრაფი, უსაფრთხო და ანონიმური ტესტირების პროცედურას, ასევე მიიღეს ინფორმაცია „შიდსის ჯანდაცვის ფონდის“ ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე პროფესიული უნარების განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესახებ.