კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახური უნივერსიტეტში მოქმედი და ახლად შექმნილი სტუდენტური კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სტუდენტებმა კლუბების სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.
CU-ის სტუდენტებს ყოველი აკადემიური წლის დასაწყისში შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, შექმნან ახალი კლუბი და უხელმძღვანელონ მის საქმიანობას.
სხვადასხვა პროფესიული და გასართობი ინტერესის გარშემო გაერთიანებული სტუდენტები უნივერსიტეტის მხარდაჭერით არაერთ აქტივობას ახორციელებენ, მათ შორის - სოციალურ ღონისძიებებს, სემინარებს, პანელურ დისკუსიებსა და კონფერენციებს, კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებებს, საქველმოქმედო ინიციატივებსა და სხვა პროექტებს.
დღეისათვის კავკასიის უნივერსიტეტში 16 სტუდენტური კლუბი ფუნქციონირებს.
