ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მობინექსსა კავკასიის უნივერსიტეტს შორის

12 May 2026

11 მაისს, შპს „მობინექსსა“ და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. შეთანხმებები მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარების განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობას სტაჟირების, პრაქტიკული სწავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზების გზით.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და „ინექსფონის“ კომერციულმა დირექტორმა მარიამ კაკაბაძემ.

 

ამასთანავე, შპს „მობინექსი“, როგორც ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი საზღვარგარეთ ვიზიტების ფარგლებში საერთაშორისო ინტერნეტმომსახურებას სპეციალური პირობებით სთავაზობს.