ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ,,Ocean & Co''-თან

27 March 2026

26 მარტს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კავკასიის უნივერსიტეტსა და მარკეტინგულ სააგენტო ,,Ocean & Co''-ს შორის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი გამოხატავს მზადყოფნას ხელი შეუწყოს კომპანიის მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში კავკასიის შესაბამისი სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა მონაწილეობას.  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე  ხელი შეეწყობა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებას და სტაჟირების/დასაქმების შესაძლებლობას. 

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ,,Ocean & Co'' - დირექტორმა ალექსანდრე მესხმა.