ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბრიტანულ ქართულ აკადემიასთან

27 March 2026

26 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ბრიტანულ ქართულ აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ბრიტანულ-ქართული აკადემიის  აკადემიურმა დირექტორმა სალომე დანელიამ.

 

მხარეები ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხელს შეუწყობენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების/კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებას მათთვის სტაჟირების, პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით ან დასაქმებით.