ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა

15 May 2026

კავკასიის უნივერსიტეტი ავითარებს საგანმანათლებლო და კარიერული განვითარების პროგრამას „ცოდნის ელჩები“, რომლის მიზანია აფხაზეთში სკოლადამთავრებული სტუდენტებისთვის განათლებისა და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობების შექმნა.

 

უნდა აღნიშნოს, რომ პროგრამის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი ნიკა ლომიაა, რომელიც 10 სტუდენტის სწავლის დაფინანსებს უზრუნველყოფს. მისი ჩართულობა პროგრამისთვის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია და აფხაზეთში სკოლადამთავრებული ახალგაზრდებისთვის განათლების გზაზე რეალურ შესაძლებლობას ქმნის.

 

პროგრამა ეფუძნება პარტნიორობის მოდელს „ერთი პარტნიორი ერთი სტუდენტი“. მისი მთავარი იდეაა, ბიზნესის ან ინდივიდუალური მხარდამჭერის ჩართულობით, სტუდენტს მიეცეს არა მხოლოდ სწავლის დაფინანსების, არამედ მენტორობის, კარიერული განვითარების და პროფესიულ გარემოში ინტეგრაციის შესაძლებლობა.

 

„ცოდნის ელჩები“ ითვალისწინებს სტუდენტებისთვის განათლების დაფინანსებას, პროფესიულ მენტორობას, კარიერულ შეხვედრებსა და სტაჟირების შესაძლებლობებს პარტნიორ კომპანიებში. პროგრამა ქმნის ხიდს განათლებასა და რეალურ სამუშაო გარემოს შორის ახალგაზრდისთვის, რომელსაც სჭირდება შესაძლებლობა და პარტნიორისთვის, რომელსაც შეუძლია ამ შესაძლებლობის შექმნა.

 

ნიკა ლომიას მხარდაჭერა აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთმა გადაწყვეტილებამ არა ერთი, არამედ ათი ახალგაზრდა გააძლიეროს განათლების გზაზე.

 

კავკასიის უნივერსიტეტი გეგმავს პროგრამის განვითარებას და პარტნიორთა წრის გაფართოებას, რათა მომავალში უფრო მეტ სტუდენტს მიეცეს განათლების, მენტორობისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.