პროფესორ მარიამ მანჯგალაძის აკადემიური ვიზიტი ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

10 November 2026

22-31 ოქტომბრის კვირაში, ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ლ'ორიენტალე“- აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის დეპარტამენტში, ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრში - ამავე უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით მიწვეული იყო პროფესორი მარიამ მანჯგალაძე.

 

ვიზიტი განხორციელდა ნეაპოლისა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. პროფესორმა მარიამ მანჯგალაძემ ჩაატარა ლექციები, მოიძია კვლევითი მასალები ბიბლიოთეკაში და ჰქონდა წარმატებული შეხვედრები აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის დეპარტამენტის კოლეგებთან აკადემიური გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 

გამოიკვეთა თემები, რომელთა წარდგენაც მნიშვნელოვანი იქნება ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და მომავალ სასწავლო წელს, დაიგეგმა კიდევ ერთი ვიზიტი.

 

ინსტიტუციებს შორის ამგვარი სამეცნიერო თანამშრომლობა აკადემიური კავშირების შემდგომი განმტკიცებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა, რაც ორივე უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა.