10 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაერთიანებული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, კომპანია „ელისო რუხაძე და პარტნიორების“ სახელით ქალბატონმა ელისო რუხაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობის იურიდიული და ფსიქოლოგიური ასპექტები“.
ლექცია მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის ცოდნის გაღრმავებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა:
- ძალადობისსამართლებრივი რეგულაციები და არსებული გამოწვევები;
- მსხვერპლებისმხარდაჭერისა და დაცვის მექანიზმები;
- ფსიქოლოგიურიგავლენები და დაზარალებულთა საჭიროებები;
- პროფესიულიპასუხისმგებლობა და ეთიკური სტანდარტები.
შეხვედრა გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში.
