კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტების წარმომადგენლები Erasmus+-ის ღონისძიებაზე

28 September 2026

24 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელმა - დავით წიკლაურმა და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მენეჯერმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+-ის ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - ''ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ეპოქა: გავლენა ინსტიტუციური კვლევის პრაქტიკაზე''.

 

ღონისძიების მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული თანამედროვე მიდგომების პრაქტიკულ- კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობაში ინტეგრაციის შესაძლებლობების განხილვა, რომელიც განკუთვნილი იყო მკვლევარებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალისთვის და უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე პირებისთვის.

 

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხები კვლევის სხვადასხვა ეტაპზე, რაც მოიცავდა კვლევის დაგეგმვას, მონაცემთა ანალიზს, აკადემიური ტექსტების მომზადებას და მათ გამოქვეყნებას, საგრანტო განაცხადების შევსებას და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკის საკითხებზე.