კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების მსოფლიოს წამყვან კონფერენციაზე - DeepSec-ზე

8 December 2025

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორმა, კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვლადიმერ სვანაძემ, მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები წარადგინეს ვენაში გამართულ კიბერუსაფრთხოების მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კონფერენციაზე - DeepSec-ზე.

 

DeepSec აერთიანებს უსაფრთხოების სფეროს წამყვან პროფესიონალებს აკადემიური წრეებიდან, სამთავრობო სექტორიდან, ინდუსტრიიდან და ანდერგრაუნდ ჰაკერული საზოგადოებიდან, რითაც ქმნის უნიკალურ გლობალურ ჰაბს უახლესი კიბერ-ექსპერტიზის გასაზიარებლად.

 

SCSA-ს პრეზიდენტმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა, წარადგინა მოხსენება თემაზე: „ყალბი ახალი ამბები, ყალბი სურათები: გამოსახულების წარმომავლობის დაცვა პოსტ-კვანტურ სამყაროში.“

 

SCSA-ს ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ვლადიმერ სვანაძემ, წარმოადგინა თემა: „Firewall-ებიდან ფრაგმენტაციამდე: მტრული ტრაფიკის იდენტიფიცირება პოლიტიკურად დაყოფილ ინტერნეტში.“

 

მათი მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს კიბერუსაფრთხოების საზოგადოების ძლიერ საერთაშორისო პოზიციონირებასა და აღიარებას.