აღსრულების ეროვნული ბიუროში სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად სააღსრულებო სფეროს შესახებ ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე გივი დოლიძე ახალგაზრდებს ბიუროს ფუნქციებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძვლები და შემდგომი ეტაპები. აღინიშნა, რომ აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრია მედიაციის სამსახურს. მათი ჩართულობა სააღსრულებო საქმის წარმატებით დასრულებას განაპირობებს, ორივე მხარისთვის სასურველი პირობებით. სტუდენტები არასააღსრულებო სერვისებსაც გაეცნენ.
ღონისძიების მიმდინარეობისას ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაესვათ და ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
პროექტი სტუდენტებისთვის სააღსრულებო სფეროს უკეთ გაცნობასა და აღმასრულებლის პროფესიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
საინფორმაციო შეხვედრას მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსი ლეილა მიქელაძე, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსი ხათუნა გაზდელიანი და აღმასრულებელი ცისია შენგელია უძღვებოდნენ.
