26 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - „ თანამედროვე ონკოლოგიის საფუძვლები: მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, რომელსაც უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, ონკოქირურგი, კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგი, თორნიკე გახოკიძე.
ლექციის ფარგლებში, განხილული იყო ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ძირითადი მიზეზები, თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები და მკურნალობის მიდგომები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს - ფილტვის, ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, მათ რისკ-ფაქტორებს, სკრინინგის მნიშვნელობასა და თანამედროვე თერაპიულ შესაძლებლობებს.
ლექციის მიზანი იყო სტუდენტებისა და დაინტერესებული აუდიტორიისთვის ონკოლოგიის სფეროში თანამედროვე ცოდნის გაზიარება და დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის ხაზგასმა.
