შეხვედრა, რომ

21 May 2026

20 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტმა თიბისის გუნდს უმასპინძლა. შეხვედრა, რომელიც სტუდენტების პროფესიული მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, მიზნად ისახავდა რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის პრაქტიკული გამოცდილების მომავალი პროფესიონალებისთვის გაზიარებას.



ღონისძიება ინტერაქციული ფორმატით წარიმართა და ორ ძირითად ნაწილს მოიცავდა:

 

  1. პირველ ეტაპზე სტუდენტებისთვის   ინტერაქციული თამაშები გაიმართა, ასევე მიიღეს  კარიერული განვითარების შესახებ სასარგებლო რჩევები;
  2. მეორე ნაწილი კი დარგობრივ ვორკშოპებს დაეთმო. თიბისის ექსპერტებმა სტუდენტებთან ერთად ისეთი აქტუალური მიმართულებები მიმოიხილეს, როგორიცაა კორპორატიული ბანკინგი, Agile პრინციპები ფინტექში და ბრენდის მნიშვნელობა თანამედროვე მარკეტინგში.



შეხვედრაზე ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. გამარჯვებულები კი დასაჩუქრდნენ ერთი სამუშაო დღით თიბისიში.