ბრიტანულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში “Leadership in Health Services“ გამოქვეყნდა სტატია “Enhancing hospital logistics through service modularity”.
ნაშრომის ავტორები არიან:
- თენგიზ ვერულავა - კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი;
- გიორგი კურტანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტი.
სტატიის ბმული.
Verulava T. Curtanidze G. Enhancing hospital logistics through service modularity. Leadership in Health Services. 2026; https://doi.org/10.1108/LHS-10-2025-0173
ჟურნალი „Leadership in Health Services“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. CiteScore 2025 - 4.3.
იხ. https://www.scopus.com/sourceid/19600162142
ჟურნალის გამომცემელია Emerald Publishing (დიდი ბრიტანეთი).
რეზიუმე:
ჯანდაცვის ორგანიზაციების წინაშე დგას ორმაგი გამოწვევა: ხარჯების შემცირება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. კვლევის მიზანია შეისწავლოს, თუ როგორ შეიძლება სერვისების მოდულარობის კონცეფციის გამოყენება ჰოსპიტალურ ლოგისტიკაში ეფექტიანობის, მოქნილობისა და პერსონალის სამუშაო გამოცდილების ასამაღლებლად.
კვლევა საქართველოში მოქმედ რვა საავადმყოფოში ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა 15 ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს, 4 ფოკუს-ჯგუფისა და დოკუმენტების ანალიზის მეშვეობით.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა მოდულარობის სამი ურთიერთდაკავშირებული განზომილება:
- სერვისებისა და მასალების დაყოფა და კლასიფიკაცია;
- პროცესების დიფერენციაცია (ავტომატიზაცია და დამხმარე ფუნქციების გამიჯვნა კლინიკური საქმიანობისგან);
- ორგანიზაციული ცენტრალიზაცია და სპეციალიზაცია.
აღნიშნული მიდგომები ხელს უწყობს ეფექტიანობის ზრდას, ხარჯების კონტროლს და სამედიცინო პერსონალის განტვირთვას რუტინული ლოგისტიკური დავალებებისგან. გამოვლინდა ძირითადი ბარიერებიც: ხარვეზები კომუნიკაციაში, წინააღმდეგობა სტანდარტიზაციის მიმართ და მოძველებული ტექნოლოგიური სისტემები.
კვლევამ აჩვენა, რომ მოდულარული ლოგისტიკა აუმჯობესებს სამუშაო პროცესის გამჭვირვალობას და სასარგებლოა როგორც ექთნებისა და ექიმებისთვის, ისე ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ჰოსპიტლების მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია მოდულარობის აღქმა არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ ორგანიზაციულ გადაწყვეტად. სოციალურ დონეზე, საოპერაციო ეფექტიანობის ზრდა და პერსონალის სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ირიბად აისახება პაციენტთა მოვლის ხარისხსა და ჯანდაცვის სისტემის მდგრადობაზე.
ნაშრომს შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი სერვისების მოდულარობის თეორიის განვითარებაში, განსაკუთრებით გარდამავალი ეტაპის ჯანდაცვის სისტემების კონტექსტში. კვლევა გვთავაზობს ჰოსპიტალური მოდულარული ლოგისტიკის კონცეპტუალურ ჩარჩოს, რომელიც პრაქტიკული გზამკვლევია ჯანდაცვის სფეროს მენეჯერებისთვის.
