გავლენიან ბრიტანულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Global Cardiology Science & Practice“ გამოქვეყნდა ნაშრომი “Health-promoting behaviors among patients with heart failure: A cross-sectional study in Georgia".
კვლევა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის და აკადემიკოს გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და თანამშრომლობით. ორივე ინსტიტუტი მრავალი წელია თანამშრომლობს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში, რაც ამტკიცებს მათ მტკიცე პარტნიორობას კლინიკური კვლევისა და აკადემიური საქმიანობის მიმართულებით.
ნაშრომის ავტორებია:
თენგიზ ვერულავა - აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერების და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.
რევაზ ჯორბენაძე - აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი;
სტატიის ბმული.
საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „Global Cardiology Science & Practice“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. CiteScore 1.5. იხილეთ ბმული.
რეზიუმე:
ბოლო წლებში გულის უკმარისობის მქონე პაციენტების რაოდენობის ზრდა მრავალფაქტორული პროცესია, რაც ნაწილობრივ აიხსნება მოსახლეობის დაბერებით, მწვავე გულ-სისხლძარღვოვანი შემთხვევების (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის) გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესებით, ასევე პირველადი და მეორეული პრევენციის სტრატეგიების განვითარებით, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სიცოცხლის ხანგრძლივობა.
კვლევის მიზანი იყო შეეფასებინა ჯანმრთელობის მხარდამჭერი ქცევები გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტების ჯანმრთელობის ქცევები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ასაკი, განათლების დონე, დაავადების ხანგრძლივობა და ექიმის რეკომენდაციებისადმი ერთგულება.
კვლევამ ხაზი გაუსვა განათლებასა და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერაზე დაფუძნებული ინტერვენციების აუცილებლობას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.