1-3 დეკემბერს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE), გაიმართა ტრენინგები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მენეჯერებმა თინიკო გიოშვილმა, თამარ თელიამ და ქეთი შენგელიამ.
ტრენინგებს უძღვებოდნენ ალგებრა ბერნეისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ხორვატიიდან.
ტრენინგის მთავარი თემა იყო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერება დისტანციური განათლების (DE) გარემოში, დისტანციური განათლების ხარისხის გაუმჯობესება და უნივერსიტეტში ციფრული კულტურის გაძლიერება.
ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს ამ მიმართულებით ძირითადი საკითხები:
- სტუდენტებისა და თანამშრომლების ციფრული უნარების განსაზღვრა
- ციფრული სწავლების თანამედროვე მიდგომების პრაქტიკაში გამოყენება
- დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, პროექტების დაგეგმვა
- გამოცდილების გაზიარება და სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით
თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გააძლიერონ სტუდენტების დასაქმების პოტენციალი და შექმნან სწავლების უფრო მოქნილი, ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული გარემო.
