CSB-ის პროფესორი MIT-ის უნივერსიტეტში

2 November 2016

30 სექტემბერს, კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, ერეკლე პირველმა Fulbright-ის მიწვეული მეცნიერის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ამ გრანტის ფარგლებში ერეკლე პირველი გაემგზავრება მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც კვლევით სამუშაოებში ჩაერთვება. 

ერეკლეს კვლევები ფინანსურ აღრიცხვას ინფორმაციული ეკონომიკის ჭრილში განიხილავს და შეისწავლის თუ რა გავლენას ახდენს ფინანსური ინფორმაცია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე.