CSL-ის აფილირებული პროფესორის ლევან დარბაიძის კრებული კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნდა

7 November 2025

კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბავშვის უფლებების ცენტრის დამფუძნებლის, აფილირებული პროფესორის, მოსამართლე ლევან დარბაიძის რედაქტორობით შექმნილი ნაშრომების კრებული - "Best Practices in Child-Friendly Justice System and Child Rights: Perspectives from Europe and USA", რომელიც აერთიანებს კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის 2023 წლის პირველი საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელთა სტატიებს.

 

კრებულის გამოცემისათვის მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო და ხანგრძლივი, მრავალეტაპიანი და რთული სარეცენზიო ეტაპების გავლის შემდეგ წარმატებით დასრულდა.

 

სტატიების კრებული მულტიდისციპლინური შინაარსის ნაშრომებს აერთიანებს და ეძღვნება ბავშვის უფლებების დაცვის საკითხს, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ჭრილში.  

 

კრებული განკუთვნილია მოსამართლეების, ადვოკატების, გამომძიებლების, პროკურორებისა და სხვა პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ასევე სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების და ბავშვის უფლებებით დაინტერესებული სხვა მკითხველისათვის, რომლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ უახლეს ტენდენციებს ბავშვის უფლებათა სფეროში და ამ მხრივ არსებულ ევროპულ თუ ამერიკულ გამოცდილებას. 

 

 

კრებული ხელმისაწვდომია თანდართულ ბმულზე.