მიმოხილვა

კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC)  გთავაზობთ ტრენინგს

,,ეფექტური მენეჯმენტის ძირითადი გამოწვევები’’

 

მიზანი:

ტრენინგ კურსის მიზანია, ახალი სასწავლო ტექნიკების და რესურსების გამოყენებით, მსმენელს დაეხმაროს მენეჯმენტის პროცესის გაგებაში და ორგანიზაციული რესურსების ეფექტურად და ყარიათიანად გამოყენების მნიშვნელოვანი ასპექტების გააზრებაში.

 

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.

 

აღწერა:

ტრენინგ კურსი განკუთვნილია მართვის საკითხებით დაინტერესებულ მსმენელთათვის - სტუდენტებისთვის, ახალ კურსდამთავრებულთათვის, საწყისი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, სამსახურის მაძიებელთათვის.

 

ტრენინგ-კურსის გავლის შემთხვევაში, დაინტერესებული მსმენელებისთვის, მოეწყობა უფასო მასტერკლასი “წარმატება და მოტივაციის ამაღლება” (4სთ)

 

მასტერ-კლასის ფარგლებში (მეორე ნაწილი) გათვალისწინებულია პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ჯგუფური ფსიქოთერაპია. ჯგუფის გამორჩეულ ორ მონაწილეს გადაეცემა დამატებით საქართველოს მენეჯერთა ასოციაციის სერტიფიკატი, რომელსაც გამოავლენს მენტორი.

 

ტრენერი: გიორგი მიქანაძე, საქართველოს მენეჯერთა ასოციაციის პრეზიდენტი.