კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 74 ქვეყნის 365 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო მოვალეობები:
- საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის დაგეგმვას, ინიცირებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- საერთაშორისო აკრედიტაციის მომნიჭებელი ორგანიზაციების მოძიება;
- საერთაშორისო თუ ადგილობრივ რეიტინგებში მოხვედრის პროცესის დაგეგმვასა, ინიცირებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესისთვის საჭირო დოკუმენტების შეგროვება და სისტემატიზირება;
- საერთაშორისო აკრედიტაციის სისტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- საერთაშორისო აკრედიტაციის საჭიროებებიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამების და საუნივერსიტეტო პროცესების გადახედვის, შეფასებისა და განახლების პროცესში მონაწილეობა;
- სამსახურის მიზნების, ამოცანების და ფუნქციების შესრულებაში მონაწილეობა;
- სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაოდღე, აღნიშნული დღე(ები)ს საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით);
- ანაზღაურება 2000 ლარი (ხელზე ასაღები);
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი).
საქმიანობის ადგილი:
- თბილისი, პაატა სააკაძის №1
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 9 ივლისის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
