პირველკურსელთა საბუთების მიღება იწყება

11 იანვარი
უნივერსიტეტში პირველკურსელების საბუთების მიღება იწარმოებს 26, 27, 29 და 30 აგვისტოს.

მისამართი: კავკასიის უნივერსიტეტი, საბურთალო, ანა პოლიტკოვსკაიას 10 (ყოფ. ჯიქიას ქ.), მე-6 სართული, B–14 აუდიტორია.

გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ატესტატი (ორიგინალი);
  • სამხედრო მიწერა (ასლი, ვაჟებისთვის);
  • პირადობის მოწმობა (ასლი, 2 ცალი);
  • დაბადების მოწმობა (ასლი, 2 ცალი);
  • ფოტო–სურათი 3x4 (2 ცალი + СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც);
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი.
  • დამატებითი ინფორმაციის ფორმა N1.

პირველკურსელებისათვის სწავლა დაიწყება 8 სექტემბერს.

შესაძლებელია სტუდენტის მაგივრად მშობელმა ან სხვა ოჯახის წევრებმა წარმოადგინონ საბუთები.