დაიწყო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე აპლიკაციების მიღება, რომლის მიზანია საქართველოში, გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების პოტენციალის მქონე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების შექმნის სტიმულირება.
10 ივლისს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია საგრანტო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ.
შეხვედრა გაიმართება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.
- შეხვედრის ბმული.
- Meeting ID: 837 1448 5927
- Passcode: 626012
პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.