კავკასიის უნივერსიტეტის კლუბების კონცერტი

23 დეკემბერი 2025

23 დეკემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ლათინო-ამერიკული ცეკვის, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული კლუბები წარმოგიდგენენ სოლო კონცერტს.

 

ღონისძიება გაიმართება  კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

 

კონცერტის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა კულტურული და ქორეოგრაფიული მიმართულების სანახაობრივ ნომრებს, რომლებიც სტუდენტებმა სასწავლო წლის განმავლობაში მოამზადეს.

 

კონცერტზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.