e-Talks თემაზე - „მენტალური გზა ლიდერობამდე“

27 მაისი 2020

27 მაისს, 17:00 საათზე, გაიმართება გიორგი ბურდულის ონლაინ e-Talks თემაზე - „მენტალური გზა ლიდერობამდე“.

 

გიორგი ბურდული კავკასიის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორია. იგი საკონსულტაციო კომპანია „Georgian Progress Group”-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარეა, ასევე, საქართველოში უმსხვილესი ინდუსტრიული სამრეცხაო „ლავანდერია“-ს თანადამფუძნებელია.

 

მას აქვს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება ლექტორისა და ქოუჩის რანგში.

 

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერი განიხილავს რიგითი ადამიანის აზროვნებიდან ლიდერის აზროვნებაზე (mindset) გადაწყობის პროცესს და ისაუბრებს იმაზე, თუ რა სახის მსოფლმხედველობასთან, ღირებულებებთან, პრინციპებთან და შეხედულებებთან არის დაკავშირებული მსგავსი ტრანსფორმაცია ადამიანის გონებაში.

 

დისტანციურ შეხვედრაზე დასასწრებად და საინტერესო ინფრომაციის მოსასმენად, დარეგისტრირდით ბმულზე.