14 მაისს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ტურიზმის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ეკატერინე გლოველი, ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე - ,,უცხოელი ვიზიტორების ნაკადი საქართველოში - ტენდენციები, პროგნოზი და განმსაზღვრელი ფაქტორები“.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სტატისტიკის როლი ტურიზმის სფეროში
- უცხოელი ვიზიტორების ტენდენციები საქართველოში
- უცხოელი ვიზიტორების კვარტალური დინამიკის შეფასება სეზონურობის ინდექსის გამოყენებით
- უცხოელ ვიზიტორთა 2025 წლის პროგნოზი
- წინა წლების პროგნოზების შედარება რეალურ მაჩვენებელთან
- ვიზიტორთა ნაკადზე მოქმედი ფაქტორების გავლენის ანალიზი
გელით საინტერესო და ანალიტიკურ ლექციაზე! რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.