საჯარო ლექცია თემაზე - უცხოელი ვიზიტორების ნაკადი საქართველოში - ტენდენციები, პროგნოზი და განმსაზღვრელი ფაქტორები

14 May 2025

14 მაისს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ტურიზმის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ეკატერინე გლოველი, ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე - ,,უცხოელი ვიზიტორების ნაკადი საქართველოში - ტენდენციები, პროგნოზი და განმსაზღვრელი ფაქტორები“.

 

 ლექციის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • სტატისტიკის როლი ტურიზმის სფეროში
  • უცხოელი ვიზიტორების ტენდენციები საქართველოში
  • უცხოელი ვიზიტორების კვარტალური დინამიკის შეფასება სეზონურობის ინდექსის გამოყენებით
  • უცხოელ ვიზიტორთა 2025 წლის პროგნოზი
  • წინა წლების პროგნოზების შედარება რეალურ მაჩვენებელთან
  • ვიზიტორთა ნაკადზე მოქმედი ფაქტორების გავლენის ანალიზი

 

გელით საინტერესო და ანალიტიკურ ლექციაზე! რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.