19 ივნისს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ტურიზმის სკოლის ორგანიზებით ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე - „როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა ბიუჯეტურად“.
ლექციას ჩაატარებს ტურიზმის სკოლის პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი და მოწვეული ლექტორი - თორნიკე ფურცელაძე.
ლექცია ჩატარდება, კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.