გაცნობებთ, რომ 2023 წლის 20 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი გეგმავს პირველ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“.
კონფერენცია მულტიდისციპლინური შინაარსის მოხსენებებს გააერთიანებს და მიეძღვნება ბავშვის უფლებების დაცვის საკითხს, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ჭრილში.
კონფერენცია თავს მოუყრის როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს და დარგის ექსპერტებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრაქტიკოს იურისტებს სხვადასხვა უწყებებიდან, ბავშვის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტუდენტებს. კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
კავკასიის უნივერსიტეტი თეზისების მოსამზადებლად იწვევს დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც სურთ კონფერენციის ფარგლებში წარმოადგინონ პრეზენტაცია/მოხსენება. თეზისი აუცილებლად უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემას - „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“ და უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 250 სიტყვისგან.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV და თეზისი, არაუგვიანეს 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: research@cu.edu.ge.
- კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ საბოლოო პასუხის მიღების ვადაა 2023 წლის 1 ოქტომბერი.
- მოხსენებების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ოქტომბერი.
- კონფერენციის საბოლოო დღის წესრიგის მონაწილეებისთვის გადაგზავნის ბოლო ვადა: 2023 წლის 10 ნოემბერი.
კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური / ქართული. კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.