საჯარო ლექცია მიხეილ მუსხელიშვილის 1949 წლის პუბლიკაცია „L’Europe face au fédéralisme“

8 ივნისი 2023

8 ივნისს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება სახელმწიფო მართვის სკოლის ლექტორის, იოსებ ნანობაშვილის საჯარო ლექცია.

 

საჯარო ლექციის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს ,,მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის) 1949 წლის პუბლიკაცია „L’Europe face au fédéralisme“, რომელიც წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციის შესახებ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ ერთ-ერთ პირველ ფუნდამენტურ სამეცნიერო ნაშრომს.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

 

  • მიხეილ მუსხელიშვილი მიერ 1949 წელს გამოთქმული იდეები, რომლებიც ასახულია რობერტ შუმანის 1950 წლის ისტორიული დეკლარაციის ტექსტში, 1951 წლის 18 აპრილის პარიზის ხელშეკრულებაში, რომლითაც ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება შეიქმნა და ევროკავშირის სხვა ფუძემდებლურ დოკუმენტებში.
  • როგორ უსადაგებს მიხეილ მუსხელიშვილი ფედერალური წყობის სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ ელემენტებს ომის შემდგომი ევროპის საჭიროებებს და პოლიტიკურ-ეკონომიკურ რეალობას.
  • როგორ ხსნის მიხეილ მუსხელიშვილი სუპრანაციონალიზმის წარმოშობისა და განვითარების სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ საფუძვლებს და როგორ ხედავს ევროკავშირის განვითარების სხვადასხვა მნიშვნელოვან ეტაპებს.

 

იოსებ ნანობაშვილი არის სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორი; პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი; დიპლომატიის მაგისტრი; კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი; კანადის მანიტობას უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი; ვებსტერის უნივერსიტეტის (ათენი) საპატიო პროფესორი.

 

იგი ფლობს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიურ რანგს და 1998-2002 და 2006-2008 წლებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტში, ხოლო 2002-2006 წლებში მუშაობდა ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მისიის მრჩეველად. იოსებ ნანობაშვილი არის ევროკავშირთან დაკავშირებული 7 კვლევისა და რამდენიმე მოსაზრებისა და პოზიციის დოკუმენტის ავტორი, მათ შორის: “შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ და „The EU’s Relations with its Eastern Neighborhood as Seen through EU Presidency Programs 2001-2021“.

 

ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე