28 მაისს, 5 საათზე, „ილიას ხუთშაბათები“-ს ფარგლებში, კავკასიის უნივერისტეტის წიგნის მაღაზია ლიბრარეაში, გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული სალონური შეხვედრა და დისკუსია თემაზე: „მსახვრალი მამა - პოსტსაბჭოთა მამის მეტაფსიქოლოგიური პორტრეტი“.
შეხვედრას წარუძღვება გიგა მამინაშვილი ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორი, მაგისტრი (Université Paris VII Denis Diderot, 2008-2021 წ).
შეხვედრაზე დასწრება ასევე შესაძლებელი იქნება ონლაინ.
დასწრების მსირველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.
მოკლე ანოტაცია: „მამა არ არის რეალური ობიექტი, მაშინ რა არის, ან ვინ არის ის? მამა მეტაფორაა. რა არის მეტაფორა? მეტაფორა არის მოქმედება, როდესაც ერთ აღმნიშვნელს ანაცვლებს მეორე და იკავებს პირველის ადგილს და ეს არის კიდეც მამის ფუნქციის მთავარი საყრდენი, იმ მამისა რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს ოიდიპოსის კომპლექსში“.
ჟ. ლაკანი, „არაცნობიერის ფორმაციები“, 1957-1958.
საბჭოთა კავშირის, როგორც გიგანტური იდეოლოგიური და ტოტალიტარული სისტემის რღვევამ სოციალურ და პოლიტიკურ სცენაზე წარმოქმნა სიცარიელე, საბჭოთა მამებისაგან თავისუფალი ადგილი. ამ ადგილს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იკავებენ განსხვავებული ფიგურები. მამის კონცეპტისადმი მიძღვნილ მე-2 სემინარში, რომელსაც კვლავ უმასპინძლებს კავკასიის უნივერსიტეტი შევეცდებით მეტ-ნაკლები სიზუსტით აღვწეროთ პოსტსაბჭოთა მამის მეტაფსიქოლოგიური პორტრეტი, აღვწეროთ ერთგვარი „ფოტორობოტი“, შედგენილი იმ მასიური პროექციებისაგან, რომელსაც კოლექტივი ამ ფიგურებზე ანხორციელებდა.
მოკლე ბიოგრაფია-გიგა მამინაშვილი არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორი, მაგისტრი (Université Paris VII Denis Diderot, 2008-2021 წ), ასოციაცია Espace Analytique -)Association de formation psychanalytique et de recherche freudiennes )-ის ფსიქოანალიტიკოსი; ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი.
