რუსთავის ციფრული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი აცხადებს 2-დღიან იდეათონს - Smart City Solutions for a Better Tomorrow, რომელიც განკუთვნილია რუსთავის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის.
ღონისძიების მიზანია, რუსთავის ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა პრაქტიკულად გაეცნონ ინოვაციურ აზროვნებას, გუნდურ მუშაობას და თანამედროვე სტარტაპ ინსტრუმენტებს, ხოლო ერთობლივი მუშაობის პროცესში შეიმუშაონ იდეები, რომლებიც ქალაქის ციფრულ და მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან Smart City-ის პრინციპებს — ტექნოლოგიას, მდგრადობასა და ინკლუზიურობას. იმუშავებენ გუნდებში, შეისწავლიან Design Thinking-ს, იდეაციის ტექნიკებსა და ბიზნეს მოდელის შექმნის საფუძვლებს. მონაწილეები შექმნიან ინოვაციურ გადაწყვეტებს ურბანული გამოწვევებისთვის, შეავსებენ Business Model Canvas-ს, ჩამოაყალიბებენ Value Proposition-ს, მოამზადებენ მოკლე Pitch Deck-ს და ფინალურ ეტაპზე წარადგენენ თავიანთ იდეებს ჟიურის წინაშე.
თითოეული გუნდი წარადგენს 4–5-წუთიან პრეზენტაციას. ჟიური შეაფასებს:
- იდეის ინოვაციურობას;
- რეალურ განხორციელებადობას;
- ქალაქის განვითარებაზე შესაძლო გავლენას;
- პრეზენტაციის ხარისხს და გუნდურ მუშაობას.
იდეათონის ფარგლებში, მონაწილეები:
- შეისწავლიან Smart City-ის კომპონენტებს, ასევე სტარტაპ იდეეის განვითარების პრინციპებს;
- გაიღრმავებენ ინოვაციურ, კრიტიკულ და სისტემურ აზროვნებას;
- შექმნიან იდეებს, რომლებსაც რეალური პოტენციალი აქვს ქალაქის გაუმჯობესებისთვის.
განხორციელების თარიღი : 29-30 ნოემბერი.
ლოკაცია: რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე.
