საჯარო ლექცია -"რატომ ევროკავშირი? ინდუსტრიული პოლიტიკის ევროპული ღირებულებები"

29 მარტი 2023

29 მარტს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“ -ში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "რატომ ევროკავშირი? ინდუსტრიული პოლიტიკის ევროპული ღირებულებები", ლექციას ჩაატარებს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი-თენგიზ ვერულავა.

 

ევროკავშირის ინდუსტრიული პოლიტიკა ხაზს უსვამს სახელმწიფოს გადამწყვეტ როლს ეკონომიკური ზრდის ასამაღლებლად. ინდუსტრიული პოლიტიკა სახელმწიფოს სტრატეგიული ძალისხმევაა ეკონომიკური გარდაქმნების წასახალისებლად და მიზნად ისახავს ეკონომიკური აქტივობების ზრდას.

 

ინდუსტრიული პოლიტიკის მეშვეობით სახელმწიფო ცდილობს დააჩქაროს ინდუსტრიის ადაპტაცია სტრუქტურულ ცვლილებებთან, ხელი შეუწყოს ინოვაციების, კვლევისა და ტექნოლოგიურ განვითარებას.

 

ლექციაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.