კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2022-2023 სასწ. წლის შემოდგომის სემესტრისათვის.
პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე. და ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 22 აგვისტოდან - 2022 წლის 7 სექტემბრის 18.00 საათამდე.
ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 9 სექტემბერი.
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2377777, იხილეთ კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი ან იხილეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი.
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია - 9-14 სექტემბერი; უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება, აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება – 14-16 სექტემბერი მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 17 სექტემბერი.
საჭირო საბუთებია:
- განცხადება;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;