ინტერიერის დიზაინის შემოქმედებითი ტური

11 მარტი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღები შემოქმედებითი ტური მოიცავს სამ ეტაპს:

 

  • რეგისტრაცია
  • ნაშრომების ელექტრონულად წარდგენა
  • გასაუბრება

 

აბიტურიენტებმა უნდა მოამზადონ თემის - „მომავლის ინტერიერის კონცეფცია“, ვიზუალიზაცია ნებისმიერი მათთვის სასურველი ტექნიკით (ხელით შესრულებული (ნახატი, ჩანახატი, სკეჩი, კოლაჟი).

 

აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს საცხოვრებელი ან საზოგადოებრივი სივრცის ინტერიერი მომავალში.

 

აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია და გამოაგზავნოს დამოუკიდებლად შესრულებული ნამუშევრის ფოტო ან ელ. ვერსია შემდეგ მისამართზე: csa@cu.edu.ge 

 

გაითვალისწინეთ, ჯგუფურად ან/და სხვისი დახმარებით შესრულებული ნამუშევრები არ განიხილება/ არ შეფასდება.

 

  • ნამუშევრების მიღების თარიღები: 15 მაისი - 30 მაისი;
  • გასაუბრების კონკრეტულ თარიღს და დროს გაცნობებთ ინდივიდუალურად;
  • შემოქმედებით ტურზე აბიტურიენტის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით;
  • რეგისტრაცია შესაძლებელია: 15 მაისამდე.

 

გასაუბრებაზე აბიტურიენტი მოახდენს მის მიერ შესრულებული ნამუშევრის პრეზენტაციას, იმსჯელებს ამ ნამუშევრის გარშემო ( დგინდება ნამუშევრის ავთენტურობა). კომისიის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებით დავალების ადგილზე შესრულება ( ადგილზე არსებული რესურსით). აბიტურიენტის გასაუბრებისას თან უნდა იქონიოს მის მიერ ხელით შესრულებული ნამუშევარი.

გაითვალისწინეთ, ჯგუფურად ან/და სხვისი დახმარებით შესრულებული ნამუშევრები არ განიხილება/არ შეფასდება.

 

  • ნამუშევრების მიღების თარიღები:15 მაისი - 30 მაისი;
  • გასაუბრების კონკრეტულ თარიღს და დროს გაცნობებთ ინდივიდუალურად;
  • შემოქმედებით ტურზე აბიტურიენტის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით;
  • რეგისტრაცია შესაძლებელია: 15 მაისამდე.

 

წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმებია:

 

  • ვიზუალი, ესთეტიკა და კრეატიულობა – 25 ქულა

რამდენად შთამბეჭდავი, ესთეტიკური და შემოქმედებითია ნამუშევარი.

  • კონცეფცია, კვლევა და შინაარსი – 25 ქულა

რამდენად გამართულია იდეა, კვლევა და ნამუშევრის შინაარსობრივი ნაწილი.

  • ტექნიკურად გამართული ნახაზები და ვიზუალური მასალა – 25 ქულა

რამდენად სწორად, სუფთად და პროფესიონალურად არის შესრულებული ნახაზები, გეგმები და სხვა ვიზუალური მასალა.

  • პრეზენტაციის უნარი – 25 ქულა

რამდენად მკაფიოდ, თავდაჯერებულად და გასაგებად არის ნამუშევარი წარმოდგენილი.

 

სულ: 100 ქულა

 

პრეზენტაცია უნდა შეადგენდეს 5 სლაიდს: 

 

  • სლაიდი 1- კვლევა, შინაარსი, მომავლის ხედვა
  • სლაიდი 2- მუდბორდი, ინსპირაცია
  • სლაიდი 3- ვიზუალური მაგალითები
  • სლაიდი 4- მომავლის ავეჯის ჩანახატები (მინ 3)
  • სლაიდი 5- ,,მომავლის ინტერირის“ სცენა კოლაჟით შექმნილი.

 

საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებში პლაგიატის ან ნამუშევრის სხვისი დახმარებით შესრულების ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში აბიტურიენტი ფასდება 0 ქულით.

 

აბიტურიენტების საბოლოო შეფასება ხდება კომისიის წევრთა მიერ დაწერილი შეფასების საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშებით.

 

შემოქმედებითი კონკურსი წარმატებით გავლილად ითვლება მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე - (33 ქულა) მაღალი ქულის მიღების შემთხვევაში.