კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

31 იანვარი 2023

პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ  და ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge

 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია  2023 წლის 30 იანვრიდან - 2023 წლის 8 თებერვლის 18.00 საათამდე.

 

ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 10 თებერვალი

 

მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (+995 32) 2 37 77 77, იხ. კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი ან იხ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი 

 

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია - 10-14 თებერვალი.

 

უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება, აღიარებული    კრედიტების    გაცნობა  და    წერილობითი განცხადებით დადასტურება –   14-16 თებერვალი.

 

მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 17 თებერვალი.

 

 

საჭირო საბუთებია:

 

  1. განცხადება 
  2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  3. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
  4. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  6. წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
  7. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  8. ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;